ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

თიბისის ბიზნესდაჯილდოება ემსახურება საქართველოში ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას და ბიზნესსოციუმის განვითარებას. დაჯილდოება უკვე მეშვიდე წელია მიმდინარეობს და საზოგადოებას ყოველწლიურად აცნობს კომპანიების წარმატების ისტორიებს, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესსექტორში ოპერირებენ.

ბიზნესდაჯილდოება 2023-ზე რეგისტრაცია იწყება 2 ნოემბერს და გაგრძელდება დეკემბრის 5 რიცხვამდე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ - გვერდზე www.businessaward.ge.

ბიზნესდაჯილდოება 2023 ის ნომინაციებია:

 

  1. საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის

  2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

  3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

  4. გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

  5. გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში 

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს

პროექტში გამარჯვებული მონაწილე თიბისისგან მიიღებს სამი ჯილდოდან ერთ-ერთს, რომელსაც გამარჯვებული კომპანია თვითონ აირჩევს საკუთარი

ბიზნესაჭიროებიდან გამომდინარე:

  • ახალი ვებ-გვერდი
  • ბრენდინგი
  • საკომუნიკაციო მხარდაჭერა

ჯილდოს სახით გასაწევი მომსახურების ზოგად ვადას წარმოადგენს 6 (ექვსი) თვე;

იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულთა ნახევარზე მეტი აირჩევს ერთსა და იმავე ჯილდოს, ბანკი მათთან შემდგომი მოლაპარაკების საფუძველზე განსაზღვრავს ჯილდოს სახით შესასრულებელ სამუშაო ვადას.

ფინალისტები  დეკემბრის  გამოვლინდებიან. ფინალური ღონისძიების ჩატარება კი თებერვალში იგეგმება. ზუსტი თარიღები, პროექტის მიმდინარეობის დროს ბიზნესდაჯილდოების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

კომპანიებს მხოლოდ ერთ ნომინაციაში დარეგისტრირება შეეძლებათ, რაც მონაწილეებს დაეხმარება ზუსტად განსაზღვრონ მათთვის ყველაზე შესაფერისი ნომინაცია.

  • დაჯილდოებაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიები) რეგისტრირებულ ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია), კოოპერატივი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი) რომელსაც მინიჭებული აქვს საგადასახადო კოდი.
  • ფიზიკურ პირებს დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაერთიანებული არიან სამეწარმეო ამხანაგობაში ან მინიჭებული აქვთ მიკრომეწარმის, მცირე მეწარმის, მეწარმე ფიზიკური პირის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი.
  • საწარმოს მინიმალური წლიური ბრუნვა უნდა იყოს არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარისა. აღნიშნული პირობა არ ეხება ნომინაციას “საუკეთესო სტარტაპისთვის“ 
  • საწარმოს მოწილე არ უნდა იყოს სახელმწიფო, გარდა ნომინაციისა ,,საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“;
  • საწარმოს 50% ან მეტ წილს უნდა ფლობდეს/ფლობდნენ საქართველოს მოქალაქე/ მოქალაქეები;
  • საწარმოს წლიური ბრუნვა 2022 წლის 31 დეკემბრისთვის არ უნდა აღემატებოდეს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარს; 
  • პროექტის მონაწილე ვალდებულია იყოს კეთილსინდისიერი, დაიცვას ბიზნესს ეთიკის ნორმები;
  • მონაწილეობის მისაღებად საჭიროა პირველადი აპლიკაციის შევსება შემდეგ ვებ.მისამართზე: www.businessaward.ge
  • იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი არ აკმაყოფილებს მონაწილეობისათვის დათქმულ/განსაზღვრულ პირობებს და შევსებული განაცხადი არ იძლევა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ჟიური არ განიხილავს მის მიერ შევსებულ აპლიკაციას/განაცხადს.
  • ჟიურის წევრები არიან დარგის ექსპერტები და პროფესიონალები სხვადასხვა ბიზნეს სექტორებიდან.
  • თითოეული ჟიურის წევრი დამოუკიდებლად აფასებს წარმოდგენილ პროექტს და ანიჭებს შესაბამის ქულებს;
  • ჟიურის გადაწყვეტილებით მოხდება ისეთი მონაწილის დისკვალიფიკაცია, რომელიც აპლიკაციის შევსებისას წარადგენს არასწორ მონაცემებს ან შეეცდება ჟიურის შეცდომაში შეყვანას, ასევე ჟიურის შეხედულებისამებრ  არაკეთილსინდისიერი გზით შეეცდება მოიპოვოს მომხმარებელთა მხარდაჭერა, ადგილი ექნება მონაცემთა გაყალბებას, ან ისეთ ქმედებებს, რომლებიც არღვევენ საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ ბიზნეს ეთიკის ნორმებს;
  • შემოტანილი აპლიკაციებიდან პირველ ეტაპზე ჟიური გამოავლენს ფინალისტებს თითოეულ ნომინაციაში, რომლებიდანაც საბოლოოდ შეირჩევა 1 გამარჯვებული თითო ნომინაციაში. პროექტის ფარგლებში ჯამში გამოვლინდება 5 გამარჯვებული;
  • ჟიურის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე არის საბოლოო და არ ექვემდებარება გასაჩივრებას;

მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: Businessaward@tbcbank.com.ge ან თიბისი ბიზნესის Facebook გვერდზე: თიბისი ბიზნესისთვის - TBC For Business 

ან დაგვიკავშირდით: 2 27 27 29

პროექტის მსვლელობას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თიბისი ბიზნესის ფეისბუქის გვერდზე და ბიზნესდაჯილდოების ვებ-გვერდზე: www.Businessaward.ge

ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის პარტნიორები არიან

  • VISA
  • GCPF
  • ANOVA 

თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობის უფლება შეზღუდულია იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ეწევიან შემდეგ საქმიანობას:

  • სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით;
  • საბანკო-საფინანსო საქმიანობას (მათ შორის: ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სავალუტო ოპერაციების განმახორციელებლები) და ნებისმიერი სხვა საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ფულადი ოპერაციებით სარგებლის მიღებასთან. აღნიშნული პირობა არ ეხება ნომინაციას „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“
  • საკონსულტაციო საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია იურიდიულ, ფინანსურ და აუდიტორულ ან სანოტარო მომსახურებასთან; აღნიშნული პირობა არ ეხება ნომინაციას "საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის"
  • სათამაშო (აზარტული) ბიზნესს (მათ შორის სამორინეები, სათამაშო აპარატები, ტოტალიზატორები) და სხვა სათამაშო ბიზნესს, რომელიც იღებს ფინანსურ სარგებელს აზარტული თამაშების რეალიზაციით. აკრძალვა არ მოიცავს კომპიუტერული და მობილური თამაშების მწარმოებლებს, საბავშვო-ახალგაზრდულ გასართობ კომპლექსებს.
  • თამბაქოს ნაწარმის წარმოებას და რეალიზაციას (მათ შორის სიგარეტები, ელექტრონული სიგარეტები) აკრძალვა არ ვრცელდება ნატურალური თამბაქოსგან სიგარების წარმოებას;
  • იარაღით ვაჭრობას;

 

*უფრო დეტალური კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ ,,პროექტის შესახებ’’ გვერდზე.

ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეთა შეფასებას ახდენს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც აქცევს ყურადღებას თუ რამდენად მზარდია თქვენი ბიზნესი, რამდენად შთამაგონებელია თქვენი ამბავი სხვებისთვის და რამდენად არის თქვენი საქმიანობა საზოგადოებისთვის სასარგებლო - ახდენს დადებით გავლენას, ცვლის მომხმარებლის ქცევას, ქმნის მატერიალურ და არამატერიალურ ღირებულებას სხვა ბიზნესებისთვის,

 

თითოეულ ნომინაციაში ყურადღება მიექცევა შემდეგ ფაქტორებს:

 

შეფასების კრიტერიუმები ნომინაციაში „Საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის“:

  • პროდუქტის/მომსახურების აქტუალურობა
  • ღირებულების შექმნა
  • ზრდის პოტენციალი
  • ცნობადობა
  • ხარისხი და სანდოობა

შეფასების კრიტერიუმები ნომინაციაში “გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“:

  • კომპანიის საქმიანობის დადებითი ზეგავლენა გარემოსა და საზოგადოებაზე
  • აქტივობების განგრძობითობა და მასშტაბირების პოტენციალი
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

შეფასების კრიტერიუმები ნომინაციაში “  Საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“:

  • პროდუქტი აგვარებს მნიშვნელოვან პრობლემას / ინოვაციურია
  • ბაზრის მოცულობა (მასშტაბირების პოტენციალი)
  • ბიზნეს მოდელი
  • კონკურენტული უპირატესობა
  • ინოვაციის ათვისების სიმარტივე მომხმარებლებისთვის
  • გუნდის შეფასება

შეფასების კრიტერიუმები ნომინაციაში “გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“:

  • რამდენად გამორჩეულია მიდგომები
  • მომხმარებლების შეფასება
  • ერთგვაროვანი / კონსისტენტური მომსახურება
  • პერსონიფიცირებული მომსახურება

შეფასების კრიტერიუმები ნომ ინაციაში “გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში“:

  • კომპანიამ რეგიონში შეიტანა სიახლე ან გააჩინა წვდომა იქამდე მიუწვდომელ სერვისებზე
  • კომპანიას აქვს დადებითი გავლება ადგილობრივ ბიზნეს გარემოზე (ქმნის კონკურენტულ გარემოს, აჩენს ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს)
  • კომპანია ხელს უწყობს დასაქმებას რეგიონში (აჩენს ღირსებულ სამუშაო ადგილებს, არის სანდრო დამსაქმებელი)
  • კომპანია ახდენს დადებით გავლენას მომხმარებლის ქცევაზე და ქმნის ახალ ქცევას
  • კომპანიას არის მზარდი (იზრდება შემოსავლები, ბაზრის წილი)

პროექტის მიმდინარეობა

ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება